LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოცხადდეთ უბანზე პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო ატრიბუტიკით – თამარ ჟვანია

131

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩევლებს და ასევე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს მოუწოდებს, არ გამოცხადდნენ უბანზე პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო-სააგიტაციო ატრიბუტიკით.

როგორც თამარ ჟვანიამ შემაჯამებელ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ქმედება შეიძლება, ფულადი ჯარიმის საფუძველი გახდეს.

ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს მიმართა, რომ პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე, საჩივრით შესაბამის საუბნო-საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ, ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია, იმავე დარღვევაზე განცხადება-საჩივრით დაუყოვნებლივ ზემდგომ საოლქო-საარჩევნო კომისიას მიმართოს.

თამარ ჟვანიას თქმით, ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს შეეხება, კანონმდებლობის თანახმად, განუხილველი დარჩება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. 21 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. ასევე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g