„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც იმ დეპუტატებმა მოამზადეს, რომლებმაც გასულ წელს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ დატოვეს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
თამარ ჩერგოლეიშვილი კანონპროექტის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას ეხმაურება და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს სოციალურ ქსელში.
„ნიუსფიდში აღშფოთებულ ენჯიოშნიკებს ვხედავ და მეც ძალიან აღშფოთებული ვარ, როგორც დასავლური გრანტების ბენეფიციარი.
მაგრამ, თუ თავად ქოცებთან და მათ სპიკერებთან კონსტრუქციულ შეხვედრებს გავმართავთ და მათთან ფოტოებით ავაჭრელებთ ფეისბუკს, ხალხს ნუ მოვთხოვთ რეჟიმზე შესკდომას, რომ ჩვენ ვიღაცამ აგენტი არ გვიწოდოს.
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - 260 მედიაორგანიზაციისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება
„კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს“
თუ თავად ენჯიოები არ დაუსვამთ დიაგნოზს ხელისუფლებას, რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვით, და მთელ დასავლურ ფულს ხალხის, გრასრუტის გააქტიურებისკენ არ მიმართავთ, ნაცვლად ბიძინას ადვოკატებთან და სხვა მარიონეტებთან ყალბი პროცესებისა, ეს ქვეყანა ჩაძირვას გააგრძელებს და დღეს თუ არა, ხვალ მაინც აგენტები ვიქნებით.
ანუ არ გამოვა ხალხს ბრძოლისკენ მოვუწოდოთ და თავად შერატონში ვიქტორ ყიფიანთან ყავა ვსვათ და 12 პუნქტზე ვისაუბროთ.
სასაცილოები ვიქნებით,“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი: ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს