არ გამოვრიცხავ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენი მსჯელობის საგანი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია უცვლელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მან ისაუბრა იმ არგუმენტზე, რატომ არ მოაწერეს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს.
„ამნისტიის“ შესახებ კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიტანა და ის დათქმა, რომელიც მასშია ჩადებულია, ჩვენთვის მიუღებელი იყო.
ეს არის არგუმენტაცია, რატომაც ჩვენ არ შევუერთდით შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებას. – განაცხადა დეკანოიძემ.
გარდა ამისა, დეკანოიძის თქმით, შეთანხმებას ალბათ, არღვევს „ქართული ოცნება“ სასამართლოსთან მიმართებაში.