LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ იფიქროთ, რომ ომი დამთავრდა და მშვიდობიან საქართველოში ვცხოვრობთ” – სტუდენტის ემოციური სტატუსი ატოციდან

47574197_513700445784580_4078981155985031168_o

ატოცში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ახალგაზრდების აქტივობები გრძელდება. გუშინ ადგილზე სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი იყო ჩასული. მათ რუსი ოკუპანტების მიერ მავრთულხლართების გავლების პოროცესი გააპროტესტეს.

სტუდენტი, რომლის “ფეისბუქ” სახელი იოში მიცუა, წერს, რომ საქართველოში ომი არ დამთავრებულა და ამას, გუშინ ატოცში ყოფნისას მიხვდა.

მისივე თქმით, ამ სოფელში ნამდვილი გმირები ცხოვრობენ.

„გუშინ ვიყავი ატოცში.

რომ მეგონა, ომი დამთავრდა და მშვიდობიან საქართველოში ვცხოვრობთ, ტყუილი აღმოჩნდა.

ატოცში არაფერი შეცვლილა, იქ ახლაც შიშში, უიმედობასა და საომარ ვითარებაში უწევთ ცხოვრება.

იცით ატოცში როგორი ხალხი ცხოვრობს?

-გმირები, ნამდვილი გმირები. ისეთები არა ქართული მარშის წევრები რომ მოიხსენიებენ სადღეგრძელოებში ღრეობისას; უხსოვარ დროში მცხოვრებ გმირებს; ისეთი გმირები, რომლებსაც ხელს ჩამოართმევ, თვალებში ჩახედავ და დაელაპარაკები.

იცით რას ამბობენ სევდიანი თვალებით მომზირალი ატოცელები?

“ეს ქვეყანა უკვე ჩვენი აღარ არის”

არ იფიქროთ, რომ ომი დამთავრდა და მშვიდობიან საქართველოში ვცხოვრობთ.

იფიქრეთ. იფიქრეთ მანამ სანამ იგრძნობთ.

ისე, იმ კაცზე გაგიგიათ ამბავი, რომელიც ცათამბჯენიდან გადმოხტა? თავის გასამხნევებლად ვარდნის დროს ამ სიტყვებს იმეორებდა:

“ჯერჯერობით არაუშავს… ჯერჯერობით არაუშავს…ჯერჯერობით არაუშავს.”

მთავარი ის კი არ არის როგორ ვარდები, მთავარია, როგორ დაეშვები.

ეს ამბავი საზოგადოებაზეა, რომელიც ვარდება. თავის გასამხნევებლად ვარდნის დროს ამ სიტყვებს იმეორებს: “ჯერჯერობით არაუშავს…ჯერჯერობით არაუშავს…,” – წერს სტუდენტი.

შეგახსენებთ, ატოცში ე.წ. მესაზღვრეებმა, მავრთულხლართების გაბმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნოემბერში დაიწყეს. ეს პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც ადგილზე საზოგადოების გარკვეული ჯგუფი მობილიზდა და საპროტესტო აქციები დაიწყო. ადგილზე მუდმივად მორიგეობენ ასევე, “ძალა ერთობაშიას” და “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრები.

magti 5g