LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე – ვანო მერაბიშვილი

138
1582223107167250

დღესვე შემიძლია განვაცხადო, რომ არ მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე,- ამის შესახებ ყოფილმა შს და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეუძლებლად მიაჩნია ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბრუნდეს მინისტრის პოსტზე.

“მომწონდა, როცა უშიშროების საბჭოს მდივანი ვიყავი და ვხელმძღვანელობდი აჭარის ასლან აბაშიძისგან გათავისუფლების ოპერაციას, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და ვატარებდი პოლიციის რეფორმას, როცა ვებრძოდი კრიმინალს”, — განაცხადა მან მთვარ არხზე გადაცემა აქცენტებში.

“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

გარდა ამისა, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერობა არ სურდა და ეს მისი მეგობრებისა და გუნდის ლიდერების გადაწყვეტილება იყო, რომელსაც პარტიის ინტერესების გამო დათანხმდა.

მიშამ თქვა, დაისვენოსო, კალაძემ თვითონ უნდა გადაწყვიტოსო, მარგველაშვილმა - მართლა გამოდისო? - სად წავა მერაბიშვილი

2020 წლის 20 თებერვალს კი ყოფილი პრემიერი სანუკვარ სიტყვებს - მერაბიშვილი „სვეშჩამი“ - გაიგონებს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ “საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება”,

ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, „”მატროსოვის” კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g