ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში პაატა სალიას მიმართავს. როგორც კვესიტაძე განმარტავს, საპენსიო ფონდმა მისი კუთვნილი თანხა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს 1 აგვისტოს გადაურიცხა. თუმცა ტელეკომპანიას თანხა ეკა კვესიტაძისთვის დღემდე არ გადაურიცხავს.
Paata Salia არ მეგონა, ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი. დღეს ჩემი მოთხოვნის საფუძველზე საპენსიო ფონდში მითხრეს, რომ ჩემი კუთვნილი თანხა სახელმწიფომ 1 აგვისტოს გადაურიცხა “რუსთავი 2-“-ს. თუმცა ტელეკომპანიას ეს თანხა ჩემთვის დღემდე არ დაუბრუნებია. ანუ გარდა იმისა, რომ “რუსთავი 2” არ მაძლევს ჩემს კუთვნილ ხელფასს, მან ასევე მიითვისა ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ფონდიდან გადაურიცხა ტელეკომპანიას ჩემთვის დასაბრუნებლად. საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia სალიას მიერ რუსთავი 2-დან თანხების მითვისებაზე რომ დაიწყებთ გამოძიებას, ეს საქმეც არ დაგავიწყდეთ! – წერს კვესიტაძე
ტელეწამყვანის პოტს გამოეხმაურა ნიკა გვარამია.
“ანალოგიურად მიითვისა ჩემი 5000 ლარი Tamila Gvelesiani არ აპირებთ დაბრუნებას? ესეც ხო თქვენთან სადაო არაა? ორი თვის ხელფასი 110.000 ლარო და ეს თანხა არ უნდა გადმორიცხოთ არასდროს?” -წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი