თიკა მახალდიანი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სასამართლო პროცესის შესახებ წერს. მისი თქმით, პროცესი 2 დეკემბერს, გარდაცვლილის დაბადების დღეს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ მომღერლის დედა, თამუნა ანთელავა აღდგომის დღესასწაულზე პოლიციელის მიერ გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
“ძალიან ბევრი მწერს და მირეკავს თუ რა მოხდა სასამართლოზე , განაჩენი არ გამოუტანიათ , შემდეგი ჩაინიშნა 2 დეკემბერს დედაჩემის დაბადების დღეს! ეს არ მგონია რომ უბრალო დამთხვევაა ეს რაღაც ნიშანი უნდა იყოს დედაჩემმა უნდა იზეიმოს თავის დაბადების დღეზე სამართალი”- წერს თიკა მახალდიანი.