LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ტასიკოს მსგავსად, გოგონების ნაწილს უფროსებთან ურთიერთობა იზიდავს“ – ვინ არის 17 წლის გოგონა, რომლის დებიუტი ჩცდ-ში შედგა | ნინი ცაგარეიშვილის პირველი ინტერვიუ

569
Untitled design (3)

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, 17 წლის ნინი ცაგარეიშვილი ჟურნალ „გზასთან“ ტასიკოს პერსონაჟზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისგან ძალიან განსხვავდება.

უფრო დეტალურად, აქვს თუ არა მასთან რაიმე საერთო, რას ფიქრობს პერსონაჟის პრობლემაზე, რომელიც ამავდროულად მისი თაობის პრობლემაც არის, რა სამომავლო გეგმები აქვს და რა ინტერესები? – ამ ყველაფერზე ნინი თავის პირველ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა.

კითხვაზე, შენი თაობის გოგონებში ასაკით უფროსი მამაკაცით დაინტერესების საკითხი რამდენად აქტუალურია? ნინი აცხადებს, რომ ეს რეალობაა.

„ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ეს რეალობაა. გოგონების ნაწილს უფროსებთან ურთიერთობა უფრო იზიდავს, ვიდრე თანატოლებთან“, – განაცხადა ნინიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები