ემიგრანტი Annushka Kol სოციალურ ქსელ ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს:
არ მიყვარხარ ჩემო საქართველო!
ხო, ა რ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!
და არ მიყვარხარ ჩემო ქართველებო!
ასეთი არ მიყვარხარ!
არ მიყვარხარ ასეთი უსამართლო და უსამართლობაზე დადუმებული!
ბიძინას გადარგული ხეები გადარდებთ და ბავშვების მკვლელები არა!
წამლის დეკრიმინალიზაციაზე გამოსული ათასობით ადამიანი ვნახე ქუჩებში და უსამართლობაზე არა!……. ა რ ა! ა რ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ასეთი, საქართველო!
ისრაელის საზღვარზე რომ მესაზღვრემ არ გაგატაროთ ხომ გააზიარებდით ისრაელისადმი სიძულვილის პოსტებს! კი!
ხო და იცოდეთ!
არ გაგატარებთ ისრაელელი მესაზღვრეები!
ყველა ქვეყანაში უღირსად მოგექცევიან, დიახ, უღირსად, უღირსად სანამ საკუთარ ღირსებას არ დაიცავთ თავად, სანამ არ მოითხოვთ , ქვეყანაში იყოს სამართალი და კანონი, სანამ არ გექნებათ საკუთარი სახელმწიფო!ხო, გააზიარეთ და მაგინეთ ახლა, რას ეს რას გვკადრებს ებრაელი ისრაელიდანო, ეს ვინ შეგვიფარებიაო!
გააზიარეთ!აუუუუ, მაგრად მკიდია (ბოდიში საკუთარ თავთან ამ გამოთქმაზე და არა თქვენთან, თავს არ უნდა ვკადრო, თორემ სალომეს ამბის შემდეგ თქვენ რისი ღირსი ხართ კი ვიცი მე!) …
ხო, მაგრად მკიდია რას იტყვით ჩემზე, იმიტომ რომ სალომეს მკვლელი თუ თავისუფალია და უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, თქვენ საკუთარ თავზე ისეთს ამბობთ, რომ თქვენი ყოველი სიტყვა ჩემთვის უსუსურია და უფასო…სანამ საქართველოში სალომე ტატიშვილის მკვლელი და მისნაერები არ დაისჯებიან და საქალაქო სასამართლო მათ უდანაშაულოდ სცნობს და ამაზე ხალხი ჩუმად იქნება, არ ელოდოთ ამ ქვეყნისგან სახელმწიფოს შექმნას და არ ელოდოთ მანდ არც სამუშაოებს და ლუკმა-პურს!
თუ სალომეს მკვლელი უდანაშაულოა სასამართლოს თვალში, მაშ თქვენ სახელმწიფო სტრუქტურამდე ძალიან, ნუ ძალიან შორს ხართ!სანამ წამლის დიკრიმინალიზაციისთვის ათასობით კაცი იდგება ქუჩაში და სალომეს მკვლელი, ავარიებში დაღუპულ ბავშვების და ლოთი და ნარკომანი მკვლელები ქუჩაში ისეირნებენ და თქვენ ამ დროს ვანოს შოუს უყურებთ ჩემთვის ადამიანების სახე არ გექნებათ!
აბა დამეწერა როგორ მიყვარხარ ჩემო საქართველოოო! ეუუუფ, რამდენი გაზიარება ექნებოდა!
ახლა რატომ არ აზიარებთ???
სანამ სალომეს მკვლელი თავისუფალია, ყველა პოტენციური მკვლელები ხართ ჩემს თვალში!
მ კ ვლ ე ლ ე ბ ი !!!!
მე საქართველო სალომეს ბაბუამ შემაყვარა, პროფესირ გურამ ტატიშვილოს შვილიშვილია სალომე.
ბატონი გურამის და მამას ურთიერთობამ და მეგობრობამ შემაყვარა საქართველო.
ჩემი და გურამის შვილების , ჩემი და სალომეს მამის, მერაბის ურთიერთობამ შემაყვარა საქართველო, ჩემი და ნინოს, დათოს ურთიერთობამ, და ეს ურთიერთობები და სამართალი თუ აღარაა, მაშ საქართველოც აღარაა ჩემს თვალში.ხო, გამლანძღეთ ახლა!
სანამ მამიკოები მკვლელების დასაცავად ფულს გადაიხდიან და სამართალდამცავები მათ არ დასჯიან (მამებსაც და მკვლელებსაც), სანამ მამიკოები ჯარში რომ არ წავიდნენ შვილები ფულს გადაიხდიან და ეს ბიჭები ქუჩაში იბირჟავებებ და აგინებენ ისრაელს, გერმანიას და თურქეთს, მანამ არ გექნებათ თქვენ სახელმწიფო!
Mamuka Bakuria მე ეს ამბავი შენგან გავიგე, შენ უნებუტად შეესწარი ამ ამბავს გუდაურში, პირდაპირ შემთხვევის ადგილადან წერდი, სრულიად გულახდილად და მიუკერძოებლად! არც იცოდი ვინაა ბავშვი, არც მისი ვინაობა და არც დამნაშავის.. მაგრამ…
მახსოვს შენი ემოციები. …
მადლობა იმ გულახდილობისთვის…პ.ს. მამუკა იყო ერთ ერთი თვითმხილველი, მაგტამ არავის ის არ გამოუძახნია , არც დაუკითხავს…
ალბათ როგირც ბევრი სხვა…Georges Popkhadze…
უნებართვოდ ვაზიარებ შენს გვერდზე…