LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქში პანიკაა. ფულს ნათესავები საქართველოდან მირიცხავენ – რა ხდება ესპანეთში: ქართველი ემიგრანტი ტორენტედან

291
tore

ევროპაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიო პანდემიას აქტიურად ებრძვიან, თუმცა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ჯერ მხოლოდ ჩინეთში ფიქსირდება, დანარჩენ ქვეყნებში კი ამ დრომდე დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს.

ევროპაში, იტალიის შემდეგ, მეორე ქვეყანა ესპანეთია, სადაც “კოვიდ-19” უკონტროლო გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისათვის აქ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 756-ით გაიზარდა და 8744-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 297 პირი შეადგინა.

„აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან“- საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს საგანგებო მესიჯი გაუგზავნა

“ფორტუნა” ესპანეთში მცხოვრებ ქართველ გიორგი ნემსაძეს დაუკავშირდა, რომელიც ყვება ამ დროისათვის არსებულ სიტუაციაზე. ქართველი ემიგრანტის განმარტებით, ამ დროისათვის ქალაქ ტორენტეში (ვალენსიას პროვინცია) არაფერი არ მუშაობს, გარდა რამდენიმე მაღაზიისა და აფთიაქისა. მისი თქმით, პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა 500-დან 2000 ევრომდე ჯარიმით ისჯება.

“კარანტინია გამოცხადებული. მუშაობს მხოლოდ მაღაზია და აფთიაქი. ქუჩაში გასვლა გადაუდებელი სიტუაციის გარდა არ შეიძლება. პირბადის გარეშე მოძრაობა 200-დან 5000 ევრომდე ჯარიმით ისჯება. ვზივართ სახლში. საკვები და პირველადი დახმარების პროდუქტების ცოტა მარაგი გვაქვს, რამდენი დღე გვეყოფა არ ვიცი. სამუშაოზე ლაპარაკი ზედმეტია. ფულს ნათესავები საქართველოდან მირიცხავენ. ქალაქში პანიკაა. ისეთი წარმოდგენა მრჩება, თითქოს ადგილობრივები ერთმანეთზე არ ზრუნავენ, რადგან მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებებისა, მაინც არ იცავენ სავალდებულო წესებს.

ყოჩაღ საქართველოს. ახალ ინფორმაციებს რომ ვუყურებ და ვიგებ ჩემს ქვეყანაზე, მეამაყება, რომ ასეთი მომზადებული და მებრძოლი შეხვდნენ ვირუსს. ის, რაც ევროპის მოწინავე ქვეყნებს არ გამოუვიდათ, შეძლო საქართველომ. გავიგე გამოჯანმრთელებულიც ჰყოლია და ძალიან მოხარული ვარ. ნეტავ ახლა ჩემი ოჯახით იქ ვიყო”, – გვიყვება ქართველი ემიგრანტი.

WHO-ს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს მაღალი შეფასება მისცა – რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და გებრეიესუსმა

მისივე თქმით, გუშინ ქალაქში არსებულ მოხუცთა თავშესაფარში რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები