LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მატარებელი მეგობრების დაგვიანების გამო 3 წუთით გააჩერა

630
italia

ქართველი გიორგი რამაზაშვილი, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, 7 ვაგონიანი მატარებელი 3 წუთით შეაყოვნა, რადგან მის მეგობრებს სადგურზე აგვიანდებოდათ. ამის შესახებ ასევე იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი როზეტა კიტოვანი სოციალურ ქსელში წერს.

იტალიელები იყვნენ (მემანქანეები)… ქუსლებზე შემდგარნი ვეღარ ვუსწრებდით მატარებელს. გაიქცა და 3 წუთით შვიდვაგონიანი მატარებელი გაგვიჩერა… და მერე კიდევ “დასამშვიდობებელ ცერემონიალზე” ღიმილით როგორ გვიყურებდნენ მემანქანე, გამცილებელი და მგზავრები –  ეს იყო სიყვარულით სავსე წუთები.” , – წერენ სოციალურ ქსელში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები