LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მჯერა, ამას რომ ვწერ ჩემს ერთადერთ ძმაზე“ – ვლადიმერ ნადარეიშვილს 13 თებერვალს დაკრძალავენ

2284
ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველს, ვლადიმერ ნადარეიშვილს 13 თებერვალს დაკრძალავენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს ამ დიდ დანაკარგს“ – ლევან მგალობლიშვილ

ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ ნადარეიშვილის და, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„არ მჯერა, ამას რომ ვწერ ჩემს ერთადერთ ძმაზე.

პანაშვიდები: სამშაბათი, ოთხშაბათი – გაზაფხულის ქუჩა 12

გამოსვენება: ხუთშაბათს 14:00 საათზე საბურთალოს სასაფლაოს „ამაღლების“ ეკლესიიდან (გაზდელიანი)“, – წერს ანი ნადარეიშვილი.

არ მჯერა ამას რომ ვწერ ჩემს ერთადერთ ძმაზე 💔 პანაშვიდები: სამშაბათი, ოთხშაბათი – გაზაფხულის ქუჩა 12 გამოსვენება: ხუთშაბათს 14:00 საათზე საბურთალოს სასაფლაოს “ამაღლების” ეკლესიიდან (გაზდელიანი)

Posted by Ani Nadareishvili on სამშაბათი, 11 თებერვალი, 2025

ცნობისათვის, ვლადიმერ ნადარეიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილია. ამჟამად, ვლადიმერ ნადარეიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g