LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მოკლათ ბიზნესი მთის კურორტებზე“ – სექტორი 1 თებერვლიდან გახსნას ითხოვს

82
58745-1

საქართველოს მთის კურორტების ბიზნესასოციაცია მთავრობას მიმართავს და 1-ლი თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვს.

„ვითხოვთ ყურადღებას და ქმედით ნაბიჯებს, არ მოკლათ ბიზნესი მთის კურორტებზე“ – ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი მაია ბიჭიკაშვილი. როგორც ის განმარტავს, მთის კურორტები სეზონური საქმიანობაა და ის ახლა სავალალო მდგომარეობაშია, ფაქტობრივად, გაკოტრების წინაშე.

„არავინ იცის, 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები გაიხსნება, თუ არა. ბიზნესისთვის ეს დამღუპველია. დღესვე უნდა გაკეთდეს განცხადება და ზუსტი პასუხი, გავიხსნებით თუ არა. სხვანაირად ვერ ვიგეგმებით. თუ 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება იქნება სავალალო. ფაქტობრივად, აღარ იარსებებს ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ქმნიდნენ მცირე და საშუალო მეწარმები. ამ პროდუქტის აღდგენა ძალიან რთული იქნება“,- აღნიშნა ბიჭიკაშვილმა.

სეზონი დროში ვერ გაიწელება, აუცილებლად უნდა გაიხსნას მთის კურორტები - ბიზნესი

„თებერვალსა და მარტში მაინც უნდა იმუშაონ კურორტებმა იმისთვის, რომ კომუნალური გადასახადები მაინც გადაიხადონ"

მისივე განმარტებით, ხალხმა ისწავლა კორონავირუსთან თანაცხოვრება და სექტორს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვა შეუძლია.

„ჩვენ ვითხოვთ საბაგიროების, სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირების დაწყებას“, – დასძენს საქართველოს მთის კურორტების ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g