უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინურ მედიასთან ინტერვიუში საუბრობს, არის თუ არა კარგი პრეზიდენტი და კარგი მამა.
ზელენსკის თქმით, მის შვილებს „მისი ცოლი და ომი ზრდის“.
„ხალხი ამბობს, რომ არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ ამ დროისთვის ნამდვილად არ ვარ კარგი მამა. ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.