LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვეთანხმებით, რომ დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით“ – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

367
სალომე არდოტელი

„ბექა ჯაიანი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა ნაწილობრივ, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ვეთანხმებით 126-ე მუხლს, კერძოდ, სისტემატურ ცემას“ – ამის შესახებ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ადვოკატმა სალომე არდოტელმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან არდოტელმა სასამართლოში გაკეთა, სადაც კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის პროცესი გაიმართა. ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარე ასევე არ ეთანხმება იმ პოზიციას, რომ ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძის მკვლელობა განსაკუთრებით სისასტიკით ჩაიდინა:

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი: „სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, დამნაშავე ვარ მარტო იმაში, რომ ადამიანი მოვკალი“

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა.

„ბექა ჯაიანი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა ნაწილობრივ, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ვეთანხმებით 126-ე მუხლს, კერძოდ, სისტემატურ ცემას და არ ვეთანხმებით იმას, რომ მკვლელობა ჩადენილია გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ასევე, არ ვეთანხმებით იმას, რომ ეს დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით და აღნიშნულის თაობაზე სიღრმისეულ პოზიციას უკვე დავაფიქსირებთ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე“, – განაცხადა სალომე არდოტელმა.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ბექა ჯაიანს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

magti 5g