LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიბრძოლებ, პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს…“ – რა განცხადებას ავრცელებს ილია თოფურია

664
2025-11-28_00-32-26_146170

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ UFC-ში თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც „ელ მატადორი“ სოციალურ ქსელში წერს, მას ახლა პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს.

„2026 წლის პირველ კვარტალში ბრძოლებს არ მივიღებ, რადგან პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ. ამიტომ, ჯერ მინდა ჩემს შვილებზე ვკონცენტრირდე და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა, დივიზიონი შევაფერხო. UFC მოაწყობს ყველა საჭირო ბრძოლას და როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, მე ვაცნობებ მატჩმეიკერებს, რომ მზად ვარ დასაბრუნებლად“, – დაწერა ქართველმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ესპანური და ქართული მედიები, UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორებაზე საუბრობენ.

თავად წყვილს აღნიშნულ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, ეჭვი საზოგადოებაში იმ ფაქტმა გააჩინა, რომ ჯორჯინას და ილიას სოციალურ ქსელში გამოწერები გაუქმებული აქვთ და საერთო ფოტოები წაშლილია.

„ოჯახი ის, რაც ყოველთვის რჩება“ – რა კადრებს ავრცელებს და რას წერს ილია თოფურია რჩეულთან დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ

ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა – „წყვილის ახლობელი წყარო“ მედიასთან საუბრობს

ვიდეო: ემოციური მიძღვნა ჯორჯინა უზკატეგუის – რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურიას მეორე ნახევარი

„გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g