LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიცი ხვალ რომ გათენდება რა უნდა გავაკეთო – მარიამ გაფრინდაშვილი

2365
BeFunky-collage (10)

რუსთავი 2 კურიერის ძირითადმა გუნდმა დატოვა. რუსთავი 2 მაუწყებლობას საინფორმაციო პროგრამების გარეშე აგრძელებს.უკვე 24 საათია კურიერი ეთერში არ გასულა.

„რუსთავი 2“-ი დატოვა კოლეგების მსგავსად დატოვა ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა, რომელმაც არხიდან წასვლას ემოციური პოსტი მიუძღვნა.

„ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ცხოვრებაში.საერთოდ არ ვიცი ხვალ რომ გათენდება რა უნდა გავაკეთო. 30 წლის ვარ და აქედან 12 წელი რუსთავი2-ში გავატარე.ამ არხთან ერთად გაიარა ჩემი ცხოვრების ყველა უბედურებამ, ბედნიერებამ და სიხარულმა. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მომცა შანსი მემუშავა არხზე რომლიც ჩემი ცხოვრების მთავარ ამბად იქცა. მე მივდივარ ერთადერთ მისამართზე და ეს არის ჩემი სახლი დღეს თბილისში -ხვალ ჩემს საყვარელ ჭიათურაში. არასდროს მაინტერესებდა და არც ახლა ვინტერესდები არც ერთი მხარის პოლიტიკური მოლოდინებით. 12 წელი ვიყავი ქუჩის რეპორტიორი და ახლა ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და სევდიანი ამბის დასასრულია“

ტელეკომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა თანამშრომლებისგან დაცლილი ნიუსრუმის ფოტო

„ჩვენ წავედით...რუსთავი 2, რუსთავი 2 დან წავიდა"

24 საათია კურიერი ეთერში არ გასულა

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დღეს დაგეგმილი ბრიფინგის გამართვა  და არხიდან ჟურნალისტების უმრავლესობის წასვლის შეფასება გადაიფიქრა. როგორც სალიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, შექმნილ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ხვალ ისაუბრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g