LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ვიცი, როდესმე თუ დავიჯერებ რომ აღარ ხარ” – კორონავირუსს 28 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

168
Untitled design (71)

კორონავირუსს 28 წლის მონიკა ებანოიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ მისი მეგობარი გვანცა ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ვერ ვიჯერებ რომ წახვედი. ვერც მაშინ დავიჯერე შავი პარკივით რაღაცით საავადმყოფოდან რომ გამოგიყვანეს. რამდენიმე დღის უკან, ჯერ კიდევ იმედიანად მწერდი აქედან რომ გამოვალო… წუხდი კესანე მარტო ფოტოთი ვიცი, ნეტა მალე გამწერენო. ქმარ-შვილი მენატრებაო.

ნეტავ, გამოვძვრეო და აღარაფერზე დავიწუწუნებ ცხოვრებაშიო, მაინც ვერ გამოძვერი მონჩიკ და წახვედი.

ძალიან, ძალიან მენატრები და მიყვარხარ გული მწყდება, რომ ბოლოს ხშირად ვერ გნახულობდი. არ ვიცი, როდესმე თუ დავიჯერებ რომ აღარ ხარ, ეს საშინელი კორონა მეზიზღება,“- წერს გვანცა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები