LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიცი როდის დავაკავებთ – გომელაური ესებუაზე

105
ვახტანგ გომელაური

​”მისი დაკავება დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად, სამი კვირის წინ დავაკავეთ 12 წლის წინ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი”, – შინაგან საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

“როგორ არის ბადრი, ხომ არაფერი შემოუთვლია?” – ალეკო ელისაშვილი გომელაურს

როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სპეცოპერაცია ჩატარდა მსოფლიო სტანდარტით და თავიდან იქნა აცილებული სისხლისღვრა.

“ან უნდა შევსულიყავით და დაგვეწყო სპეცოპერაცია და დაღუპულიყო ადამიანები, ან უნდა გაგვეკეთებინა ის – რაც გავაკეთეთ.

ეს მსოფლიოს სტანდარტია. ეს არ არის არც გომელაურის მოგონილი, არც ღარიბაშვილის და არავის. ეს არის ამერიკული სტანდარტი.

პრემიერმა მითხრა არავითარი სისხლისღვრა. როგორ არ ვეცადეთ დაკავებას. ახლა, გავუშვით და აბა წადი, მშვიდობაში მოიხმარეთ, მასე ხომ არ გავუშვებდით? ჩვენმა თანამშრომელმა გარისკა და ჩაუჯდა მანქანაში, შეგვეძლო მასთან ერთად ჩაგვეტარებინა სპეცოპერაცია, მათთან ერთად იჯდა მანქანაში სამი ადამიანი, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვა ძალიან სახიფათო იყო.” – თქვა გომელაურმა.

მინისტმა ასევე აღნიშნა, რომ არ უყვარს ტრაბახი, თუმცა თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია:

“მე საერთოდ არ მიყვარს ტრაბახი და რომ ვიძახი სიტყვას, მასზე პასუხისმგებელიც ვარ. ხვალ დავაკავებთ, ზეგ დავაკავებთ, ერთ საათში დავაკავებთ – არ ვიძახი ამას და არასდროს მითქვამს ესებუას მაქსიმუმ ერთ საათში დავაკავებთ, არ ვიცი როდის დავაკავებთ, ვმუშაობთ მაქსიმალურად.” – თქვა გომელაურმა.

შეგახსენებთ, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში უსმენენ.

ამავე თემაზე:

შემცირებულია ყაჩაღობა, გამოძალვა, ბინების გაქურდვისა და მკვლელობის მცდელობა – გომელაური სამინისტროს მიღწევებზე საუბრობს

შსს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს: ვახტანგ გომელაური

ფრიდონ ინჯია გომელაურს: ხომ არ გიფიქრიათ სასჯელის გამკაცრება იმ ადამიანებისთვის, ვინც დაუმორჩილებლობას უცხადებს პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს

“როგორ არის ბადრი, ხომ არაფერი შემოუთვლია?” – ალეკო ელისაშვილი გომელაურს

ჩემი თავი თქვენ ადგილზე ბევრჯერ დამიყენებია, მითქვამს, ასე ჰუმანურად მე ვერ შევძლებდი-მეთქი: წულუკიანი გომელაურს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g