დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არ იცის როდის გაიკეთებს აცრას, თუმცა როდესაც აცრის პერიოდი მოუწევს, “ისე გააკეთებს, რომ სალაპარაკო არ გახდეს და შესაძლოა სწორედ ჩინური ვაქცინით აიცრას”. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გააკეთა.
„დეკემბერში გადავიტანე კორონავირუსი. აპრილის ბოლოს მომიწევს და აუცილებლად ავიცრები. შესაბამისად ვაქცინაცია აპრილის ბოლოს მიწევს. ჯერ არ ვიცი რომელი ვაქცინით ავიცრი, თუცა ისე ვიზამ, რომ სალაპარაკო არ გავხდე. შესაძლოა სწორედ ჩინური ვაქცინით ავიცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განცხადებით, იმისთვის, რომ მასობრივი იმუნიტეტი შეიქმნას, აუცილებელია, მოსახლეობის 60 % უნდა იყოს აცრილი.