როგორც ჩანს, კანიე უესტი მეუღლემ ბიანკა სენსორიმ მართლაც მიატოვა. გასულ კვირას ჰიპ-ჰოპ არტისტის ახალი სიმღერიდან რამდენიმე ფრაზა გავრცელდა.
„ჩემი პატარა ჩემგან გაიქცა, თუმცა მანამდე მან ჩემი საავადმყოფოში გაშვება დააპირა, მე არ წავედი იქ, რადგან ავად არ ვარ. ვფიქრობ, ჩვენ ახალი დიდი და კესი ვართ“, – მღერის უესტი.
რამდენიმე საათის წინ „იუთუბზე“ უესტის ახალი სიმღერა სრულად აიტვირთა. ეს არის ტრეკი, სახელწოდებით BIANCA, რომელშიც კანიეს პარტნიორობას Dave Blunts უწევს.
„ბიანკას დაბრუნებამდე ყოველ ღამე ვფხიზლობ, ნამდვილად არ ვიცი, სად არის, ბიანკა, მე უბრალოდ მინდა რომ დაბრუნდე, დამიბრუნდი…“ – მღერის კანიე.
„ჩვენ ბიანკას კანიეს თვალით დავინახავთ“ – კანიე უესტი ბიანკა სენსორის შესახებ ფილმს გადაიღებს