LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა ძალადობას!,“„არა მჩაგვრელ სისტემას!“ – რეგიონებსა და თბილისში პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ

138
9A6A17B1-8CFD-435A-A016-B4EBD2B2A6A4

„არა ძალადობას!,“„არა მჩაგვრელ სისტემას!“ – ამ ლოზუნგით რამდენიმე ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და თელავში, საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ და ითხოვენ იმ პოლიციელების უმკაცრესად დასჯას, რომლებმაც შშმ პირსა და ქალზე იძალადეს.

ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის.

მოძრაობა „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა, რომელმაც გუშინ თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციელი ქალზე ძალადობს, ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობის მიმდებარედ, პულვერიზატორით ცდილობდა „არა ძალადობას!“ დაეწერა, რაზეც მას პოლიციელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ გაიაზროს ერთი რამ, რომ ეს არ არის რიგითი პოლიციელების პრობლემა, არამედ სისტემური დანაშაულია.

მათი განცხადებით, პოლიციელების ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა ხვალ ყველა ჩვენგანი გახდეს, ამიტომაც მნიშვნელოვანია პროტესტი და მოძალადე პოლიციელების უმკაცრესად დასჯა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც  პოლიციელი ქალზე ძალადობს – ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე პოლიციელი უკვე დააკავეს.

გარდა ამისა, გუშინწინ, თბილისის მეტროში სამართალდამცველი შშმ მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო-კადრები თვითმხილველმა გადაიღო, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიციელი შშმ პირს.

„ამბობს, არაფრის გამო დამიჭირა პოლიციამ, მეგობრები გაიქცნენ, მე შემიყვანეს და მცემესო“ – რას ამბობენ ნაცემი შშმ პირის ახლობლები მომხდარზე

magti 5g