LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც -ზარქუა სენატორების გამოსვლას აფასებს

78
ირაკლი ზარქუა

“სენატორებისგან მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი რუსეთის ინტერესებშია.” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აშშ-ს სენატში, სენატორების გამოსვლას აფასებს და საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებზეც ყურადღება გაამახვილეს სენატორებმა.

ზარქუა ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებს ჰქონდათ მოლოდინი, თითქოს სენატში მმართველ პარტიას ყურს აუწევდნენ, სინამდვილეში კი, ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები მიიღეს:

“მოლოდინი ჰქონდათ ოპოზიციის წევრებს, რომ ახლა დაიწყება სენატში დებატები, სადაც მმართველ პარტიას ყურს აუწევენ. სინამდვილეში, გუშინ მნიშვნელოვანი მესიჯები გაკეთდა. ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული “ქართულ ოცნებას” არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური კურსიდან და რეფორმებით კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან.

მეორე მესიჯი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა სენატორებისგან, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი რუსეთის ინტერესებშია და ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს.” – აღნიშნა ზარქუამ.

შეგახსენებთ, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სენატორებმა 23 მარტს  განიხილეს.

ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის, ის აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში: კახა კუჭავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები