LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის, ის აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში: კახა კუჭავა

84
კახა კუჭავა

“მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთოს, ფაქტი ფაქტად რჩება, სენატის შეფასებით საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში.” – ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის საერთაშორისო მდივანმა აშშ-ს სენატში სენატორების გამოსვლა შეაფასა.

კახა კუჭავას განცხადებით, სენატის შეფასებითვე, “ქართულმა ოცნებამ”, როგორც პროდასავლურმა ძალამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც ქვეყანა დააახლოვა სტრატეგიულ მიზანთან – 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შეთანხმებისთვის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს:

“➠ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს მიმართ გააჟღერა მკაფიო გზავნილები:

➠ 2012 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიამ არაერთ ტესტს გაუძლო, განმტკიცდა და გაღრმავდა;

➠ ამერიკის შეერთებული შტატები ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს როგორც თავისუფალს, დემოკრატიულს და კონკურენტულს;

➠ ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს;

➠ კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს, მათ შორის პოლიტიკურმა ლიდერებმა;

➠ ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, მათ შორის პატარა პარტიებს, გადადონ მოკლე ვადიანი პოლიტიკური ინტერესები და მოემსახურონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას;

➠ საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ლიდერი რეგიონში.

სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნას წარმოჩენილი მათ მხრიდან კომპრომისად, საკმარისი არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად. შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში.” – აღნიშნა კუჭავამ.

მისივე თქმით, გამოხატული იყო წუხილი, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა ხელშეუვალი ღირებულებაა, რომელიც ყველამ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, უნდა დაიცვან.

ბოლოს კი აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” იყო და რჩება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული და დასავლელ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელთაც სენატში გაესვა ხაზი, იქნება ეს საარჩევნო, სასამართლო სისტემის რეფორმა, პანდემიით გამოწვეულ კრიზისი, ეკონომიკური აღმავლობა, გეოპოლიტიკა თუ ქვეყნის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები.

შეგახსენებთ, 23 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

ჯორჯ კენტი საჯაროდ არ ეთანხმება პრონწკი საზოგადოების წევრებს, რომ “ქართული ოცნება” და მისი მილიონი ამომრჩეველი რუსეთის აგენტია: შალვა პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები