LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არა რუსულ კანონს და კი ევროპას!…ჩვენ არ დავნებდებით იქამდე სანამ ხალხის სწორი აზრი და არჩევანი არ გაიმარჯვებს” – გეგა შონიას ემოციური პოსტი

164
2024-05-04_01-40-50_773857

არა რუსულ კანონს და კი ევროპას!…ჩვენ არ დავნებდებით იქამდე სანამ ხალხის სწორი აზრი და არჩევანი არ გაიმარჯვებს, – აღნიშნულის შესახებ მომღერალი გეგა შონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

,,მე მევრე კლასის მოსწავლე ვარ, სკოლაში პატარა უთანხმოებაზეც კი ოქმს გვიწერენ, ხოლო ჩხუბზე გარიცხვითაც გვემუქრებიან. რაც მთავარია სკოლებში გვასწავლიან „არა ძალადობას”, რომ ძალადობა ცუდია და არ შეიძლება, მაგრამ ქვეყნის ვითარებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი უფროსი თაობა ამ დებულებას ეყრდნობა. კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელები და სპეცრაზმელები ფიზიკურად უსწორდებიან ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებს, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის უკეთესი მომავალი სურთ.(ნეტა ამ შემთხვევაში აგრესორს ოქმი დაეწერება?!)
არა რუსულ კანონს და კი ევროპას!…

ჩვენ არ დავნებდებით იქამდე სანამ ხალხის სწორი აზრი და არჩევანი არ გაიმარჯვებს.

პ.ს მე და ჩემს ოჯახს დღემდე არ გვაქვს საშუალება, რომ აღდგომებზე წავიდეთ აფხაზეთში და ჩვენს წინაპრებს სანთელი დავუნთოთ და ამაში უდიდესი წვლილი ოკუპანტ რუსს მიუძღვის.

პ.ს(2) ახლა შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა კომენტარებში დამიწეროთ, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, რაშიც დაგეთანხმებით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მხოლოდ ქვეყნის ბედ-იღბალი მადარდებს და მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებელ და დალაგებულ საქართველოში!!!”, – წერს გეგა შონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g