მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელისთვის, ლევან ზურაბაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. მასთან იზოლატორში უკვე მივიდნენ მისი ინტერესების დამცველები. ირმა ჭკადუას თქმით, უკვე ცნობილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ზურაბაშვილს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის მომენტში, ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.
ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ მიკროსაფინანსოში აყვანილი მძევლები აბსოლუტურად სოლიდარულები იყვნენ.
“იქ მყოფი ადამიანები აბსოლუტურად სოლიდარულები იყვნენ ბატონი ლევანის მიმართ, როდესაც ის მოთხოვნებს აცნობდა საზოგადოებას იქ მყოფი ადამინები ეუბნებოდნენ, რომ 7% ბევრია და უნდა დაეწიათ, შესაბამისად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არა თუ ძალადობას ან რაიმე იძულებას, ან მძევლად ხელში ჩაგდებას ჰქონდა ადგილი, არამედ საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს ყველანი ერთად” – აცხადებს ადვოკატი.