LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არაბების მამები პალესტინის მხარეს იომებენ,” – ისრაელის დაძაბული სიმშვიდე

344

ეს ლიბანია, ისრაელის მეზობელი ქვეყანა და ერთ-ერთი „თავის ტკივილი.“ ბოლო ომი ისრაელსა შიიტურ დაჯგუფება ჰესბოლას შორის 2006 წელს მოხდა, მას შემდეგ კი აქ დაძაბული სიმშვიდეა, რომელიც, როდის დასრულდება, არავინ იცის. ისრაელელი მესაზღვრის თქმით, ჰესბოლას წევრები სოფელში არიან გამაგრებული და ზუსტად იციან, რომ ისრაელი ლიბანელ მოსახლეობას ცეცხლს არ გაუხსნის.

step0001

მესაზღვრის განმარტებით, ისრაელის ინტერესი მეზობლებზე თავდასხმა არასოდეს ყოფილა და ქვეყანა ბრძოლას ყოველთვის მხოლოდ თავდაცვისთვის ახორციელებდა.

საზღვარზე ჰესბოლასგან თავდასხმას ნებისმიერ დროს ელოდებიან.

ტერორისტები მეზობლად 

ისრაელს ბევრი საგარეო პრობლემა აქვს, გარდა ჰესბოლასი, ისინი საფრთხეს ირანისგან, ჰამასისგან და გლობალური ჯიჰადისგანაც ელიან. როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, სიტუაციას ის ფაქტი ართულებს, რომ მეზობელ ქვეყნებს, ფაქტობრივად, ტერორისტული დაჯგუფებები მართავენ და მათთან კომუნიკაცია შეუძლებელია.

„ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი ძალა სირიის ტერიტორიაზე ქვეყნის ჩრდილოეთით არის მობილიზებული, ისრაელის საზღვრიდან მოშორებით, თუმცა შეიარაღებული დაპირისპირება საზღვართან ახლოსაც, სხვადასხვა ძალას შორის, ხშირად მიმდინარეობს.

12874497_10209046631663383_1754270934_o

n_26305_1

გოლანის მაღლობი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. ისინი სიამოვნებით აგემოვნებენ გოლანის ცნობილ ღვინოებს და ტკბებიან სივრცითა და ხედით, თუმცა აქამდეც ხშირად აღწევს სირიის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებისა თუ სროლის ხმა.

 

უფასო სამედიცინო დახმარება დაჭრილი სირიელებისთვის

სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, მისტიკური ქალაქი – ცფათი, კაბალას სამშობლო.

ცფათში ზივის სამედიცინო ცენტრში ხშირად მკურნალობენ დაჭრილ სირიელებს. მედპერსონალის თქმით, დაჭრილები სირიელ მებრძოლებს თუ ადგილობრივ მოსახლეობას საზღვართან მიჰყავთ და იქ ტოვებენ, რადგან იციან, რომ ისრაელელი მესაზღვრეები მათ კლინიკაში გადაიყვანენ. დაჭრილებს ამოწმებენ, ადგენენ მათ ვინაობას და შემდეგ სამკურნალოდ გადაჰყავთ.

დაჭრილებს შორის ხშირად არიან ქალები და ბავშვები. სოციალური მუშაკი ფარის ისსა ამბობს, რომ განსაკუთრებით რთული პატარა, დაჭრილი ბავშვების მკურნალობაა. ისინი ქვეყანაში მშობლების გარეშე გადმოჰყავთ სამკურნალოდ, სოციალური მუშაკები მათთვის „დედებს“ პოულობენ – მორწმუნე მუსულმან ქალებს, რომლებიც ბავშვებთან კლინიკაში ყოველდღიურად მიდიან, ეფერებიან, უმღერიან, სადილს უმზადებენ, აძინებენ.

ფარის ისსა 12 წლის ბიჭის ისტორიას იხსენებს, აჰმადი თამაშისას ნაღმზე აფეთქდა, შედეგად მხედველობა, ხელი და ფეხი დაკარგა. ბავშვი ზივის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, გაუკეთეს ყველა საჭირო ოპერაცია, შემდეგ კი შეეცადნენ, მისთვის მხედველობის გარეშე გადაადგილება ესწავლებინათ. მისცეს სპეციალური ხელჯოხი და ჯერ ოთახიდან დერეფანში, შემდეგ – დერეფნიდან ეზოში, ეზოდან კი ქუჩაში გასვლა ასწავლეს. ამასთან, აჰმადმა დამოუკიდებლად ბანაობაც შეძლო.

„ასეთ პროგრესს მივაღწიეთ, ვამჩნევდი, რომ ბავშვი ბედნიერი საერთოდ არ იყო. როდესაც მიზეზი ვკითხე, სევდიანად მითხრა, რომ ვერ შეძლებდა მიღებული ცოდნის გამოყენებას, რადგან მას სირიაში აღარ ელოდა სახლი, შესაბამისად, არ დასჭირდებოდა ოთახიდან გარეთ გასვლა, ან – აბაზანაში ბანაობა. აჰმადმა გვთხოვა, მიგვეცა ფული და გაგვეშვა…,“ამბობს ისსა.

ტრავმატოლოგ ალექსანდ ლერნერის თქმით, მასთან, ძირითადად, ძალიან მძიმედ დაშავებული პაციენტები მიჰყავთ. კლინიკაში არა მხოლოდ ბავშვებს – ყველა სირიელს სრულიად უფასოდ მკურნალობენ. ზივის სამედიცინო ცენტრში ახლაც წვანან დაჭრილი სირიელები, მათ შორის არის ექიმი, რომელსაც ფეხზე სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა. გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კვლავ სირიაში აბრუნებენ, თუმცა ცდილობენ, საზღვარი შეუმჩნევლად გადაკვეთონ, რათა საკუთარ ქვეყანაში ისრაელში მკურნალობის გამო პრობლემები არ შეექმნათ.

 

 

თელ-ავივი, თეთრი ქალაქი

1909 წლის 11 აპრილს ზღვის სანაპიროზე 66 ოჯახი შეიკრიბა, ზღვიდან ნიჟარები ამოიღეს და კენჭი ყარეს, სად მოუწევდათ სახლის აშენება. ასე დაარსდა თელ-ავივი. კეთილმოწყობილი, კომფორტული პლაჟები, ფეშენებელური სასტუმროები, ბაუჰაუზისა და თანამედროვე სტილის შენობების ნაზავი – ეს არის ქალაქი, რომელსაც არასოდეს ძინავს.

RFR_WTA_Web_TelAviv_Slide1_Desktop

Tel Aviv

თუმცა, სიმშვიდე აქაც, როგორც ისრაელის ყველა სხვა ქალაქში, პირობითია. ტერაქტები საკმაოდ ხშირად ხდება, მაგრამ ისრაელში ამბობენ,რომ ნებისმიერი ინციდენტის შემდეგ ებრაელმა უნდა შეამოწმოს, ხომ არ მიიღო რამე დაზიანება, შემდეგ – მოიკითხოს ახლობლები და თუ ყველაფერი წესრიგშია, გააგრძელოს გზა და დაივიწყოს მომხდარი, რადგან ეს მათი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

Haoman-17-Tel-Aviv-800x532

ცხოვრება თელ-ავივში ღამეც ისეთივე აქტიურია, როგორც დღისით – ქალაქში უამრავი ღამის კლუბია, მათ უმეტესობასთან ხალხის დიდი რიგი დგას. იქიდან გამოსულს კი – ღამის 2 საათზეც, შესაძლოა, საცობში მოგიხდეთ დგომა.

•••

ისრაელის ყველა ქალაქში იუდეველები, მუსულმანები, ქრისტიანები და სხვა აღმსარებლობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ. ქვეყანაში დაბალია სხვადასხვა სექსუალური კუთვნილების დისკრიმინაციის მაჩვენებელიც. მართალია, ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება კანონით არ ხდება, თუმცა ჰომოსექსუალი წყვილი, თანაცხოვრების შემთხვევაში, სხვა ოჯახების მსგავსად სარგებლობს სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა შეღავათით, შეუძლიათ შვილის აყვანაც.

რაც შეეხება ებრაელებისა და არაბების თანაცხოვრებას, პრობლემები, როგორც ჩანს, მაინც არსებობს. როგორც ერთმა ებრაელმა გოგონამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, სკოლაში არაბ თანაკლასელებთან არ მეგობრობენ, რადგან “თუ ომი დაიწყება, არაბი მოსწავლეების მამები პალესტინის მხარეს იომებენ”.

თინათინ კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები