LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბთა საემიროების პრემიერ-მინისტრი: არაბი ინვესტორების ინეტერესი საქართველოს მიმართ სულ უფრო იზრდება

66

არაბი ინვესტორების ინეტერესი საქართველოს ბაზრის მიმართ სულ უფრო იზრდება, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ”ფორტუნას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. გიორგი კვირიკაშვილმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს საქართველოს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოების კუთხით არსებულ უდიდეს პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციის მოზიდვისა მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში, რომლის ინვესტიციები სხვადასხვა სექტორში 700 მილიონ დოლარს შეადგენს. 2015 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვამ გადააჭარბა 240 მილიონ აშშ დოლარს, რაც ექვსი პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს.

არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრმა, დუბაის მმართველ შეიხმა, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებისთვის.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g