LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბულის დუბლი და სხვა ქართული გოლები

55

ქართველი ლეგიონერებისთის გასული შაბათ-კვირა ასე თუ ისე წარმატებული გამოდგა. ჩვენებმა ლამაზი გოლებიც გაიტანეს და კარგადაც ითამაშეს.

 

უნგრეთის ჩემპიონატის მერვე ტურში ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის “ბალმაზუივაროსი” “მეზოკოვესდს” დაუპირისპირდა – 2:2.
არაბულმა შეუცვლელად ითამაშა. 35-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. შემდეგ არაბულმა 88-ე წუთზე დუბლი გაიფორმა, ანგარიში გაათანაბრა და გუნდი მარცხისგან იხსნა. ირალი მაისურაძე კი მატჩში მე-80 წუთიდან ჩაერთო.

 

უკრაინის პრემიერლიგის მერვე ტურში დავით ხოჭოლავას “შახტარი” “ზორიას” დაუპირისპირდა.
ქართველი მცველის გუნდმა შინ დამაჯერებლად 3:1 იმარჯვა. ხოჭოლავა შეხვედრაში 65-ე წუთიდან ჩაერთო.
“შახტარი” 21 ქულით პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერია.

 

 

რუმინეთის პირველი ლიგის მეცხრე ტურში ნიკა ძალამიძის “იუვენტუსი” “პოლი იაშის” დაუპირისპირდა – 2:2.
ძალამიძემ მატჩი ძირითადში დაიწყო და მოედნზე 71 წუთი გაატარა. მესამე წუთზე კი 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, მეტოქის კარში ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ ძალამიძისთვის ეს გოლი სადებიუტოა.

 

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი ბერიძის “ტრენჩინმა” ბრატისლავის “სლოვანს” უმასპინძლა და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან ქულა მოიპოვა – 2:2.
მატჩის 27-ე წუთზე მასპინძლები გიორგი ბერიძის გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

 

ბელარუსის პრემიერლიგის 21-ე ტურში ვაკო გვილიას “ბატემ” “სლავიასთან” 2:0 იმარჯვა.
გვილია შეხვედრაში 74-ე წუთიდან ჩაერთო.

 

ყაზახეთის პრემიერლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.
უჩა ლობჟანიძისა და ვლადიმერ დვალიშვილის “ატირაუ” სტუმრად ლიდერ “ასტანას” დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელების გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით 0:7 დამარცხდა. დვალიშვილმა მოედანზე 67 წუთი დაჰყო, ხოლო ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა.
გოგიტა გოგუას “ოკჟეტპესი” კი “აკჟაიკს” ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა ძირითადში ითამაშა.

 

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მეოთხე ტურში ოთარ კაკაბაძის “ხიმნასტიკი” “კადისს” დაუპირისპირდა და 0:2 წააგო.
კაკაბაძემ მატჩი მოედანზე 77 წუთი გაატარა.
მეოთხე ტურის შემდეგ “ხიმნასტიკი” ერთი ქულით ბოლო, 22-ე ადგილზეა.

 

ბელგიური “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ქართველ ტალანტზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.
“ხედავთ, რომ ჩაკვეტაძეს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მას ძალიან მარტივად შეუძლია ვარჯიშზე გოლის გატანა. მაგრამ აქვს ბავშობის დაავადება, ეს აისახება იმაში, რომ ძალიან უყვარს ბურთი და ზოგჯერ ძალიან დიდხანს იჩერებს. ასევე არსებობს ენის პრობლემა.
ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ ამ კლუბში მომავალი ნამდვილად აქვს”, – ამბობს ვანჰაზებრუკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g