LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფერი შეამცირებდა საქართველოში პანდემიის სიკვდილიანობას ისე, როგორც ორი კვირით ადრე დანიშნული ვადამდელი არჩევნები: დავით მრელაშვილი

310
121971529-1220262005016591-4417652030047567249-n-2020-10-19-06-42-13-808511

ნეიროიმუნოლოგი დავით მრელაშვილი, რომელიც ამჟამად სამხრეთ კაროლინაში მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში სპეციალისტების იმ მოსაზრებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ახალი კორონავირუსის პიკი საქართველოში სავარაუდოდ, იქნება ნოემბრის მეორე მესამე კვირაში. ამ მოლოდინზე გუშინ ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო კოვიდ 19 ის წითელ ზონაში გადავიდა.

დავით მრელაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“პიკი საქართველოში ნოემბრის შუა რიცხვებში გვექნება…

მესმის არა ერთი პროფესიონალი კოლეგისგან, რომლის აზრსაც ნამდვილად პატივს ვცემ.

თუმცა სტუდენტობიდან მოყოლებული ერთი ცუდი ჩვევა მაქვს (და უკვე ვიცი რამდენი კურსელი ხითხითებს ამის კითხვისას) რომ ნებისმიერი კომპეტენტური აზრი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო, და შეძლებისდაგვარად ფაქტებით (და არა მოსაზრებებით) დავასაბუთო.

“ნოემბრის პიკის” დამასაბუთებელი ერთი ორი არგუმენტი მოვისმინე:

“პირველი ტალღის გამოცდილებამ გვაჩვენა რომ აფეთქებიდან 4-6 კვირაში გადაიარა პიკმა”. ეს არგუმენტი საკმაოდ სუსტია რადგან ლაპარაკია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებზე სადაც დაიწყო მარტსა და აპრილში. 4-6 კვირაში დათბა. როგორც მოგეხსენებათ რესპირატორული ვირუსის პანდემიის ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ტალღა სეზონურობაა, და პირველი ტალღიდან აღებული გამოცდილება ამ მხრივ არ გამოგვადგება, პირიქით, შეცდომაში შეგვიყვანს. მაშინ დაღმართში ვხნავდით, ახლა აღმართში ვხნავთ.

კიდევ ერთი არგუმენტი: “1918 წლის გრიპის პანდემიის პიკი ნოემბერში ჰქონდა”. ესეც ცოტა უხერხულად მეჩვენება როდესაც ბოლო 5 წლის გრიპის პიკი, ლამაზი და მომრგვალებული მრუდით ყველა ცალსახად მიუთითებს დეკემბრის ბოლოდან იანვრის შუა რიცხვებზე, და ვფიქრობ ბოლო ხუთი წლის მონაცემები უფრო უკეთესი შედარებაა დღევანდელ სეზონურ რესპირატორულ პანდემიასთან ვიდრე ერთი საუკუნის წინანდელი საზოგადოების, რომლის დიდი ნაწილიც ნოემბერში შეიბუდებდა ქოხში, დათვივით სალას წოვდა, და თებერვლის ბოლოს გამოიღვიძებდა. ელემენტარულად მანქანები არ იყო მაშინ, უკან ტაქსში სამ-სამნი ვერ ჯდებოდნენ იანვრის თვეში.

გარდა მაგისა არც ერთ ქვეყნის პროგნოზში (სადაც ასევე მზარდი შემთხვევებია ახლა) არ შემხვედრია რომ პიკს ნოემბრის შუა რიცხვებში ელიან. მე ვერ ვხვდები ასე “შეკვეთით” როგორ ვიღებთ პიკს? ბრიტანეთში მაგალითად დეკემბრის ბოლოს ელოდებიან (https://bit.ly/35s9wDR)

ერთადერთი რითიც თეორიულად აიხსნება ნოემბრის შუა რიცხვებიდან პიკი, არის ნოემბრის დასაწყისში ძალიან მკაცრი შეზღუდვები (ჩაკეტვა და ა.შ.). ნოემბრის პირველი რიცხვები რას ემთხვევა თქვენ თვითონ განსაჯეთ.

როგორც მმართველი მთავრობა ამბობს ძალიან მკაფიოდ – მასიურ მკაცრ შეზღუდვებს არ აპირებენ, თუმცა მგონი ნელნელა ამის აუცილებლობა იკვეთება.

წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს კარგად ერთეულ წერტილოვან შემთხვევებზე, მაგრამ როდესაც ქვეყნის სამ ყველაზე დიდ რეგიონში გვაქვს ყველაზე მეტი შემთხვევები, და მსოფლიოს ათეულში შევდივართ ახალი შემთხვევების რიცხვით – წერტილოვანი შეზღუდვები ხანძარზე შპრიცით წყლის მისხმის ტოლფასია.

და ბოლოს – ცნობილი კოლუმბიის უნივერსიტეტის  კვლევა, რომ აშშ-ში პირველი ტალღისას ჩაკეტვები სულ 2 კვირით ადრე რომ დაეწყოთ მზარდ ფაზაში – სიკვდილიანობა 80%-ით შემცირდებოდა  https://cnn.it/34qyF2C.

ჩემი მოკრძალებული აზრით არაფერი შეამცირებდა საქართველოში პანდემიის სიკვდილიანობას ისე როგორც ორი კვირით ადრე დანიშნული ვადამდელი არჩევნები…”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g