LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფერი ვიცოდი, გაოგნებული ვარ.. მას ჩემი სრული ნდობა ჰქონდა – ლევან გოფოძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორის დაკავებაზე

441
ფორტუნა - 2023-07-07T153901.077

„ჩემთვის ისეთივე სიურპრიზი იყო, როგორც თქვენთვის,“ – ასე აფასებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან გოფოძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორის, ყოფილი თანამშრომლისა და ინდმეწარმის დაკავებას.

„ჩემთვის ისეთივე სიურპრიზი იყო, როგორც თქვენთვის. მე მაგის შესახებ არაფერი ვიცი და არც არანაირი კომენტარი ამჟამად არ შეიძლება მქონდეს. მართლა გაოგნებული ვარ, რადგან მეც ვიყავი პროკურატურაში გამოკითხვაზე და ჩემთვის მსგავსი არავის არაფერი უთქვამს. ფინანსურ საქმეებში ყოფილ ფინანსურ დირექტორს ჩემი სრული ნდობა ჰქონდა.  ჩემთვის ფინანსები წარმოუდგენელი რამეა, ისევე არ ვიცი, როგორც ჩინური ენა,“ – აცხადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ქირურგი ლევან გოფოძე.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2020-2021 წლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით რესპუბლიკური საავადმყოფოს ოთხ სართულზე სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.

უწყების ცნობით, დაკავებულებმა სახელმწიფო კომპანიის კუთვნილი თანხები მიითვისეს.

პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები