LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფერია იმაზე საშინელი განაჩენი, ვიდრე ბავშვს სიღარიბე მიესაჯოს…როგორც ეს ბავშვები საბერიოდან, ის ბავშვები ზუგდიდიდან“ – გიორგი კეკელიძე

327
2025-01-05_23-13-48_678908

არაფერია იმაზე საშინელი განაჩენი, ვიდრე ბავშვს სიღარიბე მიესაჯოს…როგორც ეს ბავშვები საბერიოდან, ის ბავშვები ზუგდიდიდან, – მწერალი გიორგი კეკელიძე აფხაზეთში, საბერიოში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„არაფერია იმაზე საშინელი განაჩენი, ვიდრე ბავშვს სიღარიბე მიესაჯოს. ხშირად გსმენიათ – გაიზრდება და ეგ მიაღწევს, თუ მიაღწევს. და რა? სად წაიღებს მშიერ ბავშვობას, მცივან ბავშვობას, ოცნებების სასაფლაოს? ვერ გამოკვებავ ერთი ფილა შოკოლადის სურვილს, წლების მერე თუნდაც ათასი შესთავაზო.

ხშირად გსმენიათ – გაიზრდება და… ხან ვერც გაიზრდება – როგორც ეს ბავშვები საბერიოდან, ის ბავშვები ზუგდიდიდან.

ცოტას გინახავთ ბავშვის თვალები, რომელსაც მკვდარი ოცნებების ფერი დაკრავს? ეს არის ყველაზე საშინელი ფერი და ეს ფერი უდრის უამრავ არას ცხოვრებისგან.

ყოველდღიურ და სასტიკ არას და ამ არას ვეუბნებით ჩვენ, ადამიანები, რომლებმაც კარგად ვისწავლეთ მათი თვალებისთვის თვალის არიდება“, – წერს გიორგი კეკელიძე.

„საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა, ბავშვები ბებიას დაუტოვა…“ – რას წერენ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ხანძარზე, რასაც 5 ბავშვი ემსხვერპლა

„ყველაზე პატარა მსხვერპლი ოთხი თვისაა, უფროსი კი 7 წლის.. სავარაუდოდ სახლში ბენზინის ავზი აფეთქდა“ – ვრცელდება ახალი ცნობები საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g