LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არაფერს გამოვრიცხავ, დარწმუნებული ვარ, დღეს იქნება გადაწყვეტილება მიღებული” – რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომამდე

115
Untitled design (1)

დღეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.

დილიდან ისმის კითხვა – იგეგმება თუ არა პარტიაში ცვლილებები.

ენმ-ის ერთ-ერთი წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ზოგადად, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება, ამიტომ მისი თქმით, არაფერს გამორიცხავს:

“ცხადია, პოლიტსაბჭოს დასრულებამდე მე ამ გადაწყვეტილების შესახებ ვერ ვისაუბრებ. ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. პოლიტიკური საბჭოს სხდომა რომ იმართება, იქ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ამიტომ, გამორიცხვით, რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ამ გადაწყვეტილებების შესახებ როცა ყველა ერთად ვიმსჯელებთ, საჯაროდ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ქვეყანაში არსებულ რეჟიმს:

“კომუნალური გადასახადების კვალდაკვალ, პროდუქტების გაძვირების პარალელურად, ფასები იზრდება საწვავზე, მედიკამენტებზე. ქვეყანაში ცხოვრება, ფაქტობრივად, გაუსაძლისი ხდება. ამიტომ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ექნება კონკრეტული სტრატეგია და გეგმა.

დარწმუნებული ვარ, დღეს იქნება გადაწყვეტილება მიღებული, როგორ უნდა ვებრძოლოთ რეჟიმს, რომელიც არაფერს აკეთებს ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. მეტიც, ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g