LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს, ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე მინიმუმ უსინდისობაა: ჯაფარიძე

67
ზურაბ ჯაფარიძე

“არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს, არც აპირებდა. ფეხზე ჰკიდია შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა. SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ – ესაა მოცემულობა”, – ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს და გუშინ განვითარებულ მოვლენებს, სიციალურ ქსელ “ფეისბუქში” ეხმიანება “მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეთანხმება ვერ შედგა – დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება და მიშელს ანგარიშს ჩააბარებს

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა და მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა “არაფრის” გაუარესებული ვერსია.

პოლიტიკოსის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ოპოჟიჩიაშაც იშევე ეკიშრება პაშუხიშმგებლობა” ხალხისთვის

ა) ისრების ნებისმიერი გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე, ისევე როგორც

ბ) ნებისმიერი თუნდაც ირიბი მინიშნება თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა არის მინიმუმ უსინდისობა.

სინამდვილეში რა არის არ დავწერ:
1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე;
2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი;
3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი;
4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი, რეალურად არ იდო არაფერი.

მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ “არაფრის” გაუარესებული ვერსია გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის) ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური.

ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმე საათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება.
არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს არც აპირებდა, ფეხზე ჰკიდია შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა.
SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ, ესაა მოცემულობა.
პ.ს. არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები.” – წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ  შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე პროგრესი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი მიღწეული არ არის.

მან აღნიშნა,რომ საქართველოს 19 მარტს დატოვებს, რის შემდეგადაც  არსებულ მდგომარეობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ანგარიშს ჩააბარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g