LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მტკიცებულებები არ არსებობს” – ადვოკატი ბასილაშვილზე

400
BeFunky-collage (4)

“მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. მთავარი გახლავთ ის, რომ მას შეეფარდა გირაო,”- ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გააკეთა.

მისი თქმით, ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

“დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მტკიცებულებები არ არსებობს,” – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საქმის პროკურორის განცხადებით, ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. ამასთან, საგამოძიებო უწყება ადასტურებს, რომ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას და მას აქვს აკრძალული მიუახლოვდეს ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს.

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)

წყვილის სოციალურ ქსელში დიდი ხანია მათი ერთობლივი ფოტოები აღარ იდებ და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩანს.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g