ჟურნალისტი ელისო კილაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვერსიას უარყოფს და ამბობს, რომ იმ ღამეს სექსუალური ძალადობა არ ყოფილა.
“ქრონიკა +”-ის რედაქტორი ფიქრობს, რომ ეს ვერსია მოწმეების დასაშინებლადაა მოგონილი.
ის მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს ყველა მოწმეს და მოუწოდებს მათ, რომ არ დანებდნენ
“ღიად დავწერ – არანაირი სექსუალური ძალადობა არ ყოფილა, ეს ვერსია საჭირო დროს და საჭირო ადგილას შემოაგდეს იმის გამო, რომ მოწმეები კიდევ მეტად დაშინდნენ!
იციან, რომ ყინულს გავადნობთ და მოწმეებს ავალაპარაკებთ!
ნუ გეშინიათ !
„ამან საკუთარი დაბადების დღე გადაიხადა თუ მეზობლის“ - შაქარაშვილის და ანი გაბეჩავაზე
"ეს გოგო რომ არ არსებობდეს, გამოიგონებდნენ".
არ დანებდეთ!
ჩვენ ვართ თქვენთან!
არ მიგატოვებთ !” – წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, ელისო კილაძე პირველია, ვისთანაც დაბადების დღის წვეულების ორგანიზატორმა ანა გაბეჩავამ საუბარი ისურვა. მან გოგონასთან ინტერვიუ გაასაჯაროვა და პირობა დადო, რომ ყველას მოუსმენს, თუნდაც ანონიმურობის დაცვით.