პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო „რუსთავი2“-ის ეთერში განმარტავს, თუ როგორ მოხდება მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა. მისი განცხადებით, „არანაირი სპეციფიური რისკი მის გადაადგილებაზე არ არის, ამიტომ ექსპრეზიდენტს ჰოსპიტალში სამედიცინო დანიშნულების ავტომობილით გადაიყვანენ, რომელსაც პროფესიონალი პერსონალი გაჰყვებიან თან“.
მიხეილ სააკაშილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა
„მე თვითონ სააკაშვილი არ მინახავს, კოლეგებს გავესაუბრე და გავეცანით ანალიზების პასუხებს. ანალიზების პასუხების შემდეგ ვიტყვი, რომ შიმშილობის ფონზე ექიმებმა სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნეს.
ახლა მთავარია, რომ ამ ადამიანმა მალევე შეწყვიტოს შიმშილობა და დაიწყოს რეაბილიტაციის პერიოდი.
საბედნიეროდ, მიხეილ სააკაშვილზე უფრო მძიმე პაციენტების ტრანსპორტირება მომხდარა გართულების გარეშე. არანაირი სპეციფიური რისკი მის გადაადგილებაზე არ არის, სამედიცინო დანიშნულების ავტომობილით გადავიყვანთ და პერსონალიც გაჰყვება, რომლებიც პროფესიონალები არიან“, – აცხადებს დავით სერგეენკო.