LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა

203
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა. აღნიშნული განცხადება მისმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ, მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ, თუმცა კონკრეტულ დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.

„იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში. ეს ეხება ყველა კონსილიუმს, რაც კი აქამდე შექმნილა, სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფი და ნინო ლომჯარიას საქსპერტო ჯგუფი, ყველა მათგანის მონაწილეობით, იმედია ყველა მათგანის თანხმობა იქნება.

მიხეილ სააკშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, არ ვამბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მინდა ვთხოვო ყველას, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, უბრალოდ არ გამოვა რეანომობილი თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე. მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა, დარჩება მასთან, ვიდრე მას გადაიყვანენ და ჩვენ წავალთ გორში, მოვახდენთ ინსპექტირებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, რამე მძიმე გართულებები არ აქვს“, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე დღეს იუსტიციის მინისტრმა რატო ბრეგაძემ განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები