LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი ოქტომბრისათვის 21.9 მილიარდი შეადგინა

92

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი ოქტომბრისათვის 21.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 347.3 მლნ ლარით, ანუ 1.6%-ით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.8%-ით მეტი). სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 252.4 მლნ ლარით, ანუ 2.0%-ით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 94.9 მლნ ლარით, ანუ 1.1%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 37.56 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.29 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.60 პროცენტული პუნქტით). ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.7 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.8 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.1 პროცენტი შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები