LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო სექტორი”რუსთავი 2″-ის ჟურნალისტების უფლებებს დაიცავს – გიგაური

101

ბევრი ფაქტი მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ვერ მოახერხა ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

 ეკა გიგაურის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად აისახება მედია გარემოზე.

„დასაბუთდა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლება და ამ გადაწყვეტილებით მითითება და გზავნილი მისცა სხვა მედია საშუალებებს, რომ თუკი ისინი იქნებიან ძალიან კრიტიკულები და მათი გადაწყვეტილებები არ იქნება ხელისუფლებისთვის მოსაწონი, მედიასაშუალებებს შეექმნებათ კონკრეტული პრობლემები, და ამას წინ ვერ აღუდგება ვერც სასამართლო და ვერც სხვა ინსტანცია,“ – განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, შესაძლოა „რუსთავი 2“-ის მიერ გაშუქებული ინფორმაცია საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს, თუმცა ალტერნატივა არ უნდა იყოს სხვა არხზე გადართვა მხოლოდ. გიგაური მიიჩნევს, რომ განსხვავებული აზრის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია.

„რთულია გამოსავლის მოფიქრება, რადგან ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება.

ვფიქრობ, დააპირებენ სტრასბურგში გასაჩივრებას, თუმცა ეს პროცეს გაგრძელდება და შედეგი რამდენიმე წლის მერე იქნება.

არასამთავრობო სექტორი დაიცავს თითოეული იმ ჟურნალისტის შრომით უფლებას, რომელიც მუშაობს „რუსთავი 2“-ში. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა აუცილებელია, რადგან შემდეგი ნაბიჯი იქნება მათი გათავისუფლება არხიდან და თითოეულის უფლებებს დავიცავთ,“ – განაცხადა გიგაურმა „ფორტუნას“ ეთერში.

magti 5g