LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამუშაო საათებში შეხვედრებში მონაწილეობას ვერავის ავუკრძალავთ – ანრი ოხანაშვილი

86

“ჩვენი მხრიდან არავინ არავის მოუწოდებს, რომ კანონი დაარღვიონ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა, განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი ბაღების თანამშრომელთა მიერ სიების შედგენისა და მათ საარჩევნო კამპანიაში შესაძლო მონაწილეობის საკითხს ეხმიანება და “ქართული ოცნების”მხრიდან მგავსი დავალებების გაცემას გამორიცხავს.

“თუმცა, ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ არასამუშაო საათებში, მაშინ, როცა კანონდმებლობით ეძლევათ უფლება, მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ შეხვედრაში,” – დასძენს ანრი ოხანაშვილი.