LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და რეჟიმი სანქციებთან, როგორც ახლა: ხატია დეკანოიძე

100
ხატია დეკანოიძე

“არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და რეჟიმი სანქციებთან, როგორც ახლა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ღიად აცხადებენ, რომ დამაზიანებელი და შემაკავებელი, რაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებისთვის, არის სანქციები.

“უკვე ღია მოწოდებებია და ისმის საუბარი, რომ როდესაც რეჟიმი იკრებს ძალას და სწორედ ამ კუთხით მიდის ქვეყნის განვითარება, რაც გულისხმობს, რომ რეპრესიებს, მართლმსაჯულების პოლიტიკურ ნაწილს, პირდაპირ ძალისმიერ შტურმს და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებას, რასაკვირველია, როგორც ბელარუსში და მოლდოვაში მოხდა, სანქციები აუცილებლად იქნება გამოყენებული.

ამ ტალღის შემდეგ, საუბარი დაიწყება ძალიან კონკრეტულ სანქციებზე. ის რაც ხდება დღეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ევროატლანტიკური მომავლისთვის დამაზიანებელია და შემაკავებელი, რაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებისთვის, ეს არის სწორედ სანქციები”,- განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები