ანჯელინა ჯოლი და მისი 16 წლის ქალიშვილი, ვივიენი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში, საყიდლების დროს გადაიღეს. ამ დღეს ჯოლი კრემისფერ მანტოში იყო გამოწყობილი და შეუდარებლად გამოიყურებოდა. რაც შეეხება ვივიენს, გოგონას ყოველდღიური სამოსი ეცვა.
საზოგადოების ყურადღება კვლავ ვივიენის მოკრძალებულმა და შემცბარმა იერმა მიიქცია. გოგონა პაპარაცების დანახვამ აშკარად დააფრთხო.
„მუდამ ასეთი შემცბარი სახე აქვს“, „სულ შეშინებულია ეს გოგო“, „არასდროს იღიმის“, – არ წყდება კომენტარები.
მანამდე არაერთხელ გაჟღერებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილს არ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
„რა სჭირს ანჯელინას და ბრედის ქალიშვილს?“ – ჯოლიმ 14 წლის ვივიენი გამოაჩინა


