ჩაპლინთან მიმოწერაში აინშტაინმა აღფრთოვანებულმა აღნიშნა: „თქვენი ფილმი „ოქროს ციებ-ცხელება” მთელმა მსოფლიომ გაიგო და თქვენ აუცილებლად დიდი ადამიანი გახდებით”, რაზეც მაესტრომ უპასუხა: „აღფრთოვანებული ვარ თქვენით, მართალია, თქვენი შეფარდობითობის თეორია ვერავინ გაიგო, მაგრამ თქვენ მაინც დიდი ადამიანი გახდით”.
ცნობილი ადამიანების ციტატები
fortuna.ge გთავაზობთ ჩარლი ჩაპლინის ფრაზებს:
რა საჭიროა აზრი, ცხოვრება მხოლოდ სურვილია აზრის გარეშე!
მხოლოდ მათ სძულთ, ვინც არასდროს არავის ჰყვარებია!
ადამიანი გონიერებით უფრო მეტ სისულელეს ჩადის, ვიდრე უგუნურებით.
ქალს ნებისმიერი მილიარდერის ქცევა შეუძლია მილიონერად.
სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია, რადგან როცა ვტირი, ის არ იცინის.
ერთი მკვლელობა ადამიანს დამნაშავედ აქცევს, მილიონი – გმირად, როგორც ჩანს მთავარი მასშტაბებია.
ცხოვრება პიესაა, სადაც შეუძლებელია რეპეტიციის გავლა, ასე რომ იტირე, იცინე, იცხოვრე მანამდე, სანამ ფარდა დაეშვება და სცენიდან აპლოდისმენტების გარეშე გაგაცილებენ.
ცხოვრება ტრაგედიაა, როცა ახლოდან უყურებ და კომედია, როცა შორიდან ადევნებ თვალს.
ის, ვინც არასდროს იყო ბავშვი, ვერც დიდი გახდება ვერასდროს.
შესაძლოა, ჩემი ტკივილი სხვისი სიცილის მიზეზი იყოს, მაგრამ ჩემი სიცილი არასდროს იქნება სხვისი ტკივილით გამოწვეული.
ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება კამათის გარეშე, რადგან რა ეშველებოდათ იმ იდიოტებს, ვისაც საკუთარი თავი ყოველთვის სხვებზე ჭკვიანი ჰგონიათ.
შენი შიშველი სხეული მხოლოდ მას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.
ძალიან რთულია იყო ბუნებრივი, როცა გონება არაფრითაა დაკავებული.
მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობ, მთავარია, ვისთან ერთად ხარ.