LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი, რომელიც ჩემს პირად ისტორიაში შევა” – ლონდა თოლორაია ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

179
pjimage-3

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და შობას ულოცავს.

ამის შესახებ თოლორაია სოციალურ ქსელში წერს.

“შობას გილოცავთ!

შობა ასოცირდება სითბოსთან, სიყვარულთან, თანადგომასთან, სიკეთესთან.

ბოლო 2 კვირაში იმდენი ადამიანის (ნაცნობის, სრულიად უცნობის) მხარდაჭერა, სითბო და სიყვარული მივიღე, არ ვიცი რამდენი წელი უნდა ვიცხოვრო, რომ ამ ყველაფრის დაფასება და უკან დაბრუნება შევძლო.

არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი, რომელიც ჩემს პირად ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი მძიმე მოვლენა, თუმცა უპრეცედენტო მხარდაჭერის მიღების მაგალითი!

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ვინც არ უნდა იყოთ მანდ!”, – წერს ლონდა თოლორაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g