LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასოდეს მიგვიცია რეკომენდაცია პირბადეზე უარის თქმის შესახებ, ღია და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება მნიშვნელოვანია: თამარ გაბუნია

53
თამარ გაბუნია

„არასოდეს მიგვიცია რეკომენდაცია პირბადეზე უარის თქმის შესახებ, ღია სივრცეში იქნება თუ დახურულ სივრცეში, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ პირბადის ტარება მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პირველი არხის“ ეთერში გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ადამიანების ინდივიდუალურ ქცევასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე.

„ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამაზე აქცენტს მუდმივად აკეთებს, არასოდეს მიგვიცია რეკომენდაცია პირბადეზე უარის თქმის შესახებ, ღია სივრცეში იქნება თუ დახურულ სივრცეში, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ პირბადის ტარება მნიშვნელოვანია. ჩვენ გადაგვარჩენს ინდივიდუალურ დონეზე ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ყველამ უნდა დაიცვათ ჩვენი თავი პირბადის და ვაქცინის საშუალებით. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ამ შემთხვევაში რაიმე ადმინისტრაციული მექანიზმი შეძლებს ინდივიდუალურ დონეზე ქცევის გაკონტროლებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g