LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არასოდეს ვიფიქრებდი, რომ მე ვგავარ მელოტ, პუტკუნა, ულვაშიან კაცს” – როგორ გაიგო ანასტასია ბენდუქიძემ ბიოლოგიური მამის, კახა ბენდუქიძის შესახებ?

11246
BeFunky-collage (9)

როგორ გაიგო ანასტასია ბენდუქიძემ ბიოლოგიური მამის, კახა ბენდუქიძის შესახებ? – ამის შესახებ ანასტასიამ გადაცემაში “ბაიასთან” ისაუბრა.

“კახა არ იყო მხოლოდ მამა, ის იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი, ყველაზე ახლობელი. რაც დრო გადის, ძალიან მენატრება, არამხოლოდ როგორც მამა, არამედ როგორც ქართველი მოღვაწე.

სანამ გავიგებდი, რომ ის მამაჩემი იყო, ჩვენ ვმეგობრობდით. მახსოვს მაშინ 18 წლის ვიყავი და ლონდონში ვიყავით ერთად. ტელეფონისთვის ადაპტერი დამჭირდა, მითხრა, მოდი ჩემს ოთახში და მე მოგცემო. გამომიწოდა და მითხრა “აიღე შვილო”. მე ვუპასუხე, რომ ის ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო მეორე მამასავით. ამ დროს მითხრა – მე შენი ბიოლოგიური მამა ვარო.

შოკში ჩავვარდი, მას ეგონა, რომ ეს ამბავი ვიცოდი..

არასოდეს ვიფიქრებდი, რომ მე ვგავარ მელოტ, პუტკუნა, ულვაშიან კაცს. ახლა რომ ვუყურებ, დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ვგავარ მამას”, – ამბობს ანასტასია ბენდუქიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g