LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულმა საქართველომ დაიწყო: ორ მატჩში ორი ლიდერი არ გვეყოლება

12

საქართველოს ნაკრებმა უელსთან და სერბეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა არასრული შემადგენლობით, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ მოედანზე ივარჯიშა. პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. წლის ბოლო ორ ოფიციალურ შეხვედრაში ნაკრებს ტრავმების გამო თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარებიან. ორივე ფეხბურთელმა გასულ კვირას ტრავმა მიიღო და სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა გამოირიცხა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი); ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

კიდევ რვა ქართველი ლეგიონერი მათ შორის: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია) თბილისში მოგვიანებით ჩამოვლენ და საწვრთნელ პროცესში 3 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის ნაკრებებს შორის, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი კარდიფში, ფრედ 1:1 დასრულდა. ამ გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე დინამო არენაზე ჩატარდება. ბილეთების რეალიზაცია TKT.ge-ზე და დინამოს სალაროებში მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები