LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლული ქალის დედის მდგომარეობა სტაბილურია

233
07bf0000-0aff-0242-bfd3-08da3b2247f7_cx0_cy23_cw0_w1080_h608_s

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლული ქალის დედის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დრომდე სოფო კვარაცხელიას დედა ჰოსპიტალში რჩება. მედიკოსები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, თუმცა მისი გაწერა ჯერ არ იგეგმება.

ახლა მას დამატებით კვლევები უტარდება.

“პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, უტარდება გამოკვლევა და მიმდინარეობს მკურნალობა. – აცხადებს ექიმი.

ექიმის თქმით, კონფიდენციალურობის მიზეზიდან გამომდინარე, პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებას კლინიკა არ აპირებს.