LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და კადრების გავრცელებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

167
1524224508_5ad9d267cfdf5

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული უკავშირდება ბათუმის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მომხდარ ფაქტს.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტის და დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის დადგენის მიზნით. დგინდება დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის წესით ისჯება როგორც პირადი ცხოვრების  ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა, ისე მისი შენახვა და ნებისმიერი ფორმით გავრცელება.

კადრების შენახვა და გავრცელება ხელს უწყობს პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულის მასშტაბების ზრდას. შესაბამისად, სრულიად მიუღებელია ბოლო პერიოდში გავრცელებული სპეკულაციები იმასთან  დაკავშირებით, რომ დანაშაულია მხოლოდ კადრების შექმნა და ატვირთვა, ხოლო კადრების შენახვა და გავრცელება ნაკლებად მძიმე ფაქტია და სამართალდამცავები ასეთი ფაქტების მიმართ ლოიალურები უნდა იყვნენ.

მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მოქმედი კანონმდებლობით ისჯება როგორც კადრების ატვირთვა, ისე შენახვა და გავრცელება. ცხადია, ასეთი სპეკულაციები
მხოლოდ ახალისებს ახალი დანაშაულის ჩადენას, მათ შორის არასრულწლოვანთა შორის.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, მსგავსი კადრების მიღების შემთხვევაში, არ შეინახოთ და არ გაავრცელოთ აღნიშნული მასალა,
დაუყოვნებლივ წაშალეთ და აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი
ორგანოები იძულებული იქნებიან დააყენონ როგორც ვიდეოს ამტვირთავის, ისე მისი შემნახავის და გამავრცელებლის პასუხისგებლობის საკითხი,”- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

magti 5g